შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის  ქალაქ ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად მიშელი  ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,მე ჩამოვედი ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში , ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ “შენ შეგიძლია იგრძნო ევროპა” და სადაც დღეს, უკრაინელი ხალხი თავის ძეგლებს, ტყვიებისა და რაკეტებისგან იცავს. იცავს ასევე თავისუფლებას, რუსული აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას,” – წერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები