,,ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა”- კახა კუჭავა

,,ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა,”- აღნიშნულ განცხადებას, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კახა კუჭავა ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად შეძლებენ გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

,,ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისთვისაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია. ერთად უფრო ძლიერები ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს,” – წერს კახა კუჭავა.

მსგავსი თემები