,,პუტინი იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავს, რომელიც 77 წლის წინ იყო”- ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით,  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც მსოფლიომ 77 წლის წინ ნახა.

ბენ უოლესის განმარტებით, რუსი გენერლები ომის დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეები არიან, როგორც მათი პრეზიდენტი და სამხედრო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ.

„უკრაინაში შეჭრით პუტინი და მისი გენერლების ახლო წრე ახლა იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო. ისიბნი გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მსგავსი თემები