რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრუშენკოს განცხადებით, გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, მათ სცადეს გარღვევა ხიდზე, რომელიც საევაკუაციო კარიბჭეს წარმოადგენდა. წარუმატებლად“, – აღნიშნავს ანდრუშენკო.

 

მსგავსი თემები