ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში აქციების გამართვას აპირებენ

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს,რომლის მიხედვითაც ოკუპანტები მელიტოპოლსა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სხვა ქალაქებში ,,უკვდავი პოლკის” სახელით აქციების გამართვას აპირებენ.

“სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა მელიტოპოლის ყველა მცხოვრები, რომ ამ დღეს აკრძალულია მანქანების მოძრაობა ქალაქის ცენტრში. ღონისძიებას დაესწრება როსგარდი და სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის წარმომადგენლები,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები