,,დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამარჯვების აღლუმი იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადებით დასავლეთი გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას.

,,გასული წლის  დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ.

კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი “მიეღოთ” და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის, ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ საჭიროა ბრძოლა,”- აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები