,,აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან წერილს ავრცელებს. მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი თანადგომისთვის მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკაში მისი გადაყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს, თუმცა არა გორში ან გლდანში.

“მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.

ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს,”- აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები