უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო

ომში მყოფ უკრაინის თემაზე ამ წუთებში G7-ის სამიტის ფარგლებში მსჯელობენ. სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ღებულობს. სამიტის მასპინძელი კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცია. სამიტი ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

„დიდი შვიდეულის“ მთავარი თემა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა და შემდეგი პროცესებია.  ასევე, განიხილება კიდევ რა დამატებითი, შემაკავებელი  სანქციების დაწესება შეიძლება რუსეთისთვის.

G7-ის ქვეყნებს წარმოადგენენ აშშ; დიდი ბრიტანეთი;  საფრანგეთი; გერმანია; იტალია;  კანადა და  იაპონია.

მსგავსი თემები