შტატებმა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამჯერად, სანქციებში  სამი რუსული ტელევიზია და ,,გაზპრომბანკის” ხელმძღვანელები მოხვდნენ.

,,ეს არ არის სრული ბლოკირება. ამ ეტაპზე,  ,,გაზპრომბანკის” აქტივებს არ ვყინავთ. ,,გაზპრომბანკთან” არც რაიმე ტრანზაქციას ვკრძალავთ. რაზეც მივანიშნებთ არის ის, რომ ,,გაზპრომბანკი” უსაფრთხო თავშესაფარი არ არის. შესაბამისად, სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს”, – განმარტავენ თეთრ სახლში.

სანქციები ასევე შეეხო მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მისი 10 შვილობილ კომპანიას.

მსგავსი თემები