კანადის პრემიერი კიევში იმყოფება

უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპინში ჩავიდა. პრემიერს ადგილზე ირპინის მერი, ალექსანდრ მარკუშინი მასპინძლობს, რომელიც ადგილზე აცნობს რუსეთის სისასტიკეს.

,,პრემიერი ჩამოვიდა ირპინში, რომ საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა ურწმუნოებმა ჩვენს ქალაქში გააკეთეს. რა თქმა უნდა, ის შოკირებულია. მან დაინახა დამწვარი და მთლიანად დანგრეული არა სამხედრო ობიექტები, არამედ ირპინში მცხოვრებმა, მშვიდობიანი მოქaლაქეების სახლები, რომლებიც ბოლო დრომდე ცხოვრებით ტკბებოდნენ და მომავლისთვის საკუთარი გეგმები ჰქონდათ”, – აღნიშნა მერმა.

კანადის პრემიერი კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავს. ის უკრაინელ კოლეგასაც შეხვდება.

 

მსგავსი თემები