ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „პრეზიდენტს“ ირჩევენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი.

საარჩევნო უბნები ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და სოხუმშიც გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნების დამთავრების შემდეგ, რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, რომელიც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები