პუტინი უკრაინას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავს ულოცავს და საქართველოსაც მიმართავს

პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, უკრაინელ ხალხს მიმართავს დ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინი ნაცისტებზე საუბრობს და ყველას მოუწოდებს, ნაცისტების აღორძინება არ დაუშვან.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პუტინის მილოცვის ძირითადი ნაწილი სწორედ ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ეხება. პუტინი დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს და ამხნევებს, რომ როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება.

კრემლის ოფიციალური წერილი სხვა ქვეყნებსაც ეხება. მოხსენიებულია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ოკუპირებული აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკები“, საქართველო და უკრაინა. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, ყველას ვალია, არ დაუშვან ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, – ასეთია ოკუპანტი ქვეყნის გზავნილი.

მსგავსი თემები