პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სპეკულირებას აქვს ადგილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია და გარკვეული ჯგუფები ამ თემით სპეკულირებენ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში. მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები