„აზოვსტალში“ ჩარჩენილი ქალები, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, კერძოდ კი „აზოვსტალის ქარხნიდან“ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერესჩუკის ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიიდან ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.

„პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია“ – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

 

მსგავსი თემები