კარლ ჰარცელის შეფასებით, კითხვარების მიღების შემდეგ, ბურთი ევროკომისიის მოედანზე ინაცვლებს

ევროკავშირის ელჩმა საქარველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, კითხვარის მეორე ნაწილის მიღების შემდეგ, ბურთი ევროკომისიის მოედანზე გადადის.

„მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი არის, რომ დაპირებისამებრ, ის მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებთან ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილს კი, საქართველო ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს.

 

მსგავსი თემები