დიასახლისმა სადილში მარილის ნაცვლად სასუქი ჩაყარა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა. ისინი მწვავე ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს. მოწამლულია მეზობელიც, რომელმაც სასუქიანი კერძი მიირთვა.

როგორც ირკვევა, დიასახლისმა შემთხვევით, კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარა, რომელიც ვიზუალურად მარილს ჰგავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ხაშურიდან თბილისში გადმოიყვანეს.

 

მსგავსი თემები