უკრაინას აშშ-დან გამოყოფილი თანხა ამოეწურა, ამიტომ, აშშ-მ მორიგი პაკეტი დაამტკიცა

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, შტატები უკრაინას არასდროს მიატოვებს. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ აშშ-დან გამოყოფილი დახმარების პაკეტი ამოწურა, შტატებმა მორიგი პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა.

„შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას თავგანწირვით იცავენ. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს“, – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამერიკისგან გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება

მსგავსი თემები