ამერიკისგან გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება

150 მილიონი დოლარი რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის გამოყო, შეიარაღებას და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, თანხის გამოყოფაზე ნებართვა უკვე მიღებულია.

„ნებართვა 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის გამოყოფის შესახებ უკვე გაცემულია. ეს საჭიროა, რომ გაძლიერდეს თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანო ენტონი  ბლინკენი.

სახელწიფო მდივნის ინფორმაციით, დახმარებაში შედის  25 000 საარტილერიო ტყვიას, არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს და სხვა აღჭურვილობას.

მსგავსი თემები