მოლდოვის პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს მიმართავს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით  შეწუხებულია და ქართულ მხარეს მიმართავს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია არსებობს. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები