„ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“ – გიგი უგულავა აქციაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები ბათუმის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ბათუმი სწორედ ის ადგილია, რომელიც მიშამ ააყვავა.

„ამ ადგილით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ სასტუმროებს, ინფრასტრუქტურას, ეს არის მიშას დამსახურება. თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს. ოჯახის სახელით ვიღებ პასუხისმგებლობას, სათავეში ჩავუდგე მოძრაობას, რომელიც გადაარჩენს მიშას“, – განაცხადა აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.

აქციაზე სიტყვით გიგი უგულავაც გამოვიდა, მისი განცხადებით, ქვეყანა უფსკრულის წინაშეა.

„შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე „ჩიზბურგერისკატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში, 90-იან წლებში. რაც არ უნდა იძახონ, ომბუდსმენი არის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, აქეთ ვინ გველაპარაკება – კობახიძე, მდინარაძე, აქეთ ერთი ექიმიც არ არის, რომელიც დაგვამშვიდებს, გვეტყვის, რომ არაფერია. გამოდის კალაძე და იძახის, რომ უნიჭო სპექტაკლია. ექიმია, რამე სამედიცინო კვალიფიკაცია აქვს ცხოვრებაში, თუ – რა. ჩვენ ვიძახით ერთ რაღაცას, კი ბატონო, ეს ექიმები არ გინდათ, სხვა ექიმები ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან, გაასინჯეთ, რატი ბრეგაძე ხომ არ არის ექიმი“ – განაცხადა უგულავამ.

მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა არის აქციები.

 

მსგავსი თემები