„მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე იმაზე საუბარი დაიწყება თუ როგორი უნდა იყოს ევროპა, მნიშვნელოვანია გააზრება, რა არის ევროპა. პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც კონტინენტი დგას.

„ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ევროპა, გვჭირდება  გააზრება, რა არის ევროპა და ხალხს როგორი უნდა, რომ იყოს ის. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლის დროს ავღნიშნე, რომ მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს. ჩვენ ერასმუსის პირველი თაობა ვართ, ვალესას და ჰაველის ბოლო თაობა. 18 წლის წინ პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, მანამდე ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდა. ახლაც ვიხსენებ აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდას. ევროპაში ომის ფონზე სწორედ ეს სულისკვეთება, ენთუზიაზმი, მკაფიო მიმართულება არის ის, რისი ნახვაც მინდა ევროპის მიმართულებად“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

რობერტა მეცოლამ საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაც მოლოდინის რეჟიმშია.

„ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმავე კუთვნილების განცდით და იმედით. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

 

მსგავსი თემები