დონალდ ტუსკი მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში იწვევს

„ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ტუსკი სააკაშვილს მაისის ბოლოს, ბრიუსელში, პარტიის ყრილობაზე ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას სთხოვს.

ინფორმაცია სააკაშვილთან მყოფმა ეკა ხერხეულიძემ გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილის საპასუხო წერილიც გამოიტანა.

„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი – სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ ორი ქვეყნის კონტექსტში კი მე. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი მომცემს თუ არა ჩემი ჯანმრთელობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები