,,უკრაინას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის შემდეგ”- სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი მუდმივად იყენებდა სამხედრო არსენალს დაშინების მექანიზმად, რის გამოც მსოფლიომ გადაჭარბებულად შეაფასა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები.

„რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო, შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, იმის ჩვენება, რაც წარსულში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე ნანახი გვქონდა, რომ რუსეთს ეს ჯერ კიდევ შეეძლო. მე ასევე მჯერა, რომ უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო ორიენტირებული. ყველა ეს გათვლა არასწორი იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ინტერვიუს მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ომის შედეგებზე ისაუბრა რეგიონულ ჭრილში.

,,ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის საბოლოო შემობრუნება, ჩვენ არ დავუბრუნდებით წინა მდგომარეობას. ვფიქრობ, უკრაინის დამოკიდებულება ძალიან ცხადია: მას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ. ეს გამარჯვებისათვის გაღებული ძალიან მაღალი ფასია,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები