,,ცესკო არ აკეთებს საკანონმდებლო ინიციატივების”- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ინფორმაცია გაავრცელა  „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით . ინიციატივის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცნობს ცესკო.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება გიორგი სიორიძის განცხადებას და განმარტავს, რომ დღეს მედიაში გავრცელებული მისი განცხადება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პოზიციას.

„ვაცხადებთ, რომ ცესკო არ აკეთებს საკანონმდებლო ინიციატივების, ან ამა თუ იმ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე პოლიტიკურ შეფასებებს ან/და ამ ინიციატივების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე განცხადებებს.

აქედან გამომდინარე, ვისურვებდით, რომ როცა ცესკოს ხელმძღვანელი პირი აფიქსირებს საჯარო მოსაზრებას, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ წარმოადგენს მხოლოდ პირად აზრს და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას“, – აცხადებენ ცესკოში.

მსგავსი თემები