,,ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს”-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დაანონსებული სანქციები რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, ევროკავშირისთვის რთული იქნება.

თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს და ღირებულებების ერთგული დარჩეს.

„ამას კიდევ ერთი დღე თუ დასჭირდება, ასე იყოს, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს,”- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა უმოკლეს ვადაში  უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი.

 

მსგავსი თემები