სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

სომხეთში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის  გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციები გრძელდება.

სომხეთის დედაქალაქში  დღეს დილიდან ოთხი მიმართულები მსვლელობა მიმდინარეობდა. მშვიდობიანი  აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქტივისტები გამარჯვების ხიდთან გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

დაპირისპირების შედეგად  პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გუნდის გადადგომის მოთხოვნით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი თემები