,,ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტთან სრულ გამარჯვებამდე”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა 9 მაისს ომი ოფიციალურად გამოუცხადოს უკრაინას. პრემიერის განმარტებით, თუ მოვლენები ამგვარად წარიმართა, რუსეთი კიდევ ერთხელ დაასტურებს მის აგრესიას ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.

,,პარტნიორი სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთს აქვს განზრახვა 9 მაისს გამოაცხადოს სრულმასშტაბიანი ომი. ასეთი შესაძლებლობები განიხილება უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს. თუ სცენარი ასეთი მიმართულებით განვითარდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს. უკრაინა დაიცავს თავისუფლებას, ტერიტორიას, სუვერენიტეტს, ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს და ჩვენს მიწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტთან სრულ გამარჯვებამდე,”- აღნიშნა დენის  შმიგალმა.

მსგავსი თემები