,,მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის უდიდესი დახმარების გასაწევად”- ხავიერ კოლომინა

,,ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად, ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას”- აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა,ხავიერ კოლომინამ გააკეთა.

,,ნატო-ს” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო რეალურად  მხარს უჭერს საქართველოს და მისი საქართველოში ვიზიტი ამას მოწმობს.

„ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ ცვლის მეთოდებს, როგორ იყენებს ყველა ტიპის საშუალებას თავდასხმისთვის – იქნება ეს კიბერ, ჰიბრიდული მეთოდები, დეზინფორმაცია თუ კონვენციით აკრძალული იარაღები, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ჩათვლით, რომ ეშინიათ და შეშფოთებულები არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა, რომ რა საკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად. ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას, ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მსგავსი თემები