,, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით,რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ  „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია.

„საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ? ამას აქვს ორი ფაქტორი: პირველი – „ქართული ოცნება“ მიდის მეტი რადიკალიზაციისკენ, ის არ გვისმენს ჩვენ, არ ასრულებს არაფერს. მას სურს, ყველა მოგვნათლოს „ომის პარტიებად“. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე – ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება.

მოუსმინეთ ამერიკის ელჩს, ის ამბობს, რომ უნდა დავდგეთ ერთად. რას ვამბობთ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“? – უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ პასუხობს, რომ არა და არასდროს. ეს არის მათი პასუხი კობახიძის, მდინარაძის, აბსოლუტურად ყველასი და ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს, მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო არ ასცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ჩვენმა ქვეყანამ დააჩქაროს „ნატოში“ ინტეგრაცია,”- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები