,,იმედი მაქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება იქნება უზრუნველყოფილი”- საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს  მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობაზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება შეეძლოთ.

,,სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა. აუცილებელია, საპატიმროებში ადამიანებს ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ის რეკომენდაციები, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ  იქნა გაცემული უნდა იყოს გაზიარებული და იმედი მაქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება იქნება უზრუნველყოფილი,”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

მსგავსი თემები