,,ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”- ილია დარჩიაშვილი

,,აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, რეფორმები რომელსაც ახლა საქართველო ატარებს  და მომავალშიც გაატარებს, უფრო მეტად დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან.

“ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია –  ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და გავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისისთვის გადასცემს

მსგავსი თემები