,,ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით,  პანდემიის მართვის პროცესში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

„შეიძლება ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები