,,გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც”- იაგო ხვიჩია

დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის შიგნით არსებულ საავადმყოფოებში გადაყვანას აზრი არ აქვს. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისკენ თავს იკავებს.

„ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან, როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ზოგადად გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. არანაირი საფუძველი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, შესაბამისად, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევაფასო”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები