,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდება კვალიფიციური დასკვნა”- ლევან იოსელიანი

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ის საკითხი, რომელსაც რაღაც ფორმით გადაწყვეტა სჭირდება. ქვეყნის შიგნით უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ჯანმრთელობა დაცულია”- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კვალიფიციური დასკვნა არის საჭირო.

„მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვისმენთ. ჩემთვის დამაჯერებელი არც ერთი მხარე არ არის. სინამდვილეში, ეს კაცი როგორ არის, რა აწუხებს და შესაძლებელია თუ არა საქართველოში მკურნალობა თუ მისი საზღვარგარეთ გაყვანა, ამაზე კვალიფიციური დასკვნა გვჭირდება, რომელსაც ყველა ენდობა. ვფიქრობ, რომ კონსულიუმი უნდა შეიქმნას, სადაც იქნებიან ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები და მან უნდა დაადგინოს სიმართლე, რადგან სხვა შემთხვევაში სულ მარჩიელობა გვიწევს. ამ ვითარებაში საუბარი რთულია, რადგან ერთი მხარე ყველაფერს ტრაგიკულად ახასიათებს, მეორე ამბობს, საერთოდ არაფერი ხდება. თუ სერვისების მიწოდება შესაძლებელია საქართველოში, უნდა მიეწოდოს, თუ არ არის, მაშინ საზღვარგარეთ უნდა გაიყვანონ. საზღვარგარეთ მისი გაყვანის საკითხი არ არის დაკავშირებული მის გათავისუფლებასთან. სასჯელის გადავადება ადამიანის განთავისუფლებას არ გულისხმობს, არამედ კონკრეტულ სიტუაციაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგ დაბრუნებას. უფრო ნათელი ტერმინი გვჭირდება, გაყვანაში რა იგულისხმება, ხალხს ჰგონია, რომ გაყვანა ყველაფრისგან განთავისუფლებაა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები