,,რუსეთმა დაიწყო ომი და მხოლოდ მას შეუძლია ამ ომის დასრულება”- გაერო

გაეროს სპეციალურ  სხდომაზე  გაეროს წარმომადგენლებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

,,რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს. ერთადერთი სიმართლე ასეთია. ამ ომის დამნაშავე რუსეთია, ამიტომ გაუგებარია ვინმე რატომ მოუწოდებს ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტას. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ შეაჩეროს მისი აგრესია. ჩვენ ვხედავთ ბუჩაში მასობრივ საფლავებს, ეს შემზარავი ფაქტია. მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და მხოლოდ მასშეუძლია ამ ომის დასრულება”- აღნიშნეს სხდომის მიმდინარეობისას.

რუსეთის წარმომადგენელმა კი წაყენებული ბრალდებები უარყო და ომში დასავლეთი დაადანაშაულა.

,,უკვე 2 თვეა უკრაინაზე მტრობის, ტყუილის, შეურაცხყოფის მიღმა ვსვამ კითხვას, როგორ შეეძლო რუსეთს არაპროვოცირებული ომის დაწყება? თავს დავესხით სუვერენულ, მშვიდობიან არააგრესიულ უკრაინას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთისთვის. ვინც რამე სხვას ამბობს, დიდი ხანია ისედაც ოცნებობს უკრაინის რუსეთთან ომზე ჩათრევაზე და ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს პოლიტიკურად, იდეოლოგიურადდ  ახლაც იგივეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით აკეთებენ,” – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები