„პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს, ის ვერც მოიგებს“ – ოლაფ შოლცი

„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს”, – ეს განცხადებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ  შოლცმა პოლონეთში, დონორთა კონფერენციაზე გააკეთა. მან, ასევე, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ ისაუბრა.

გერმანია უკრაინას, რუსეთის მოსაგერიებლად და დასამარცხებლად,  დამატებით 130 მილიონ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. როგორც კანცლერმა განაცხადა, ეს თანხა ხელს შეუწყობს უკრაინელების წინააღმდეგობას.

,,მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა,  ჩვენი წინააღმდეგობა და  ერთიანობა ძლიერდება.  ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ  პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ დონორთა კონფერენცია უკრაინის თემას მიეძღვნა, ის ვარშავაში გაიმართა და უკრაინულ მხარეს პრემიერ-მინისტრი შმიგალი წარმოადგენდა. მონაწილე ქვეყნებმა უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს.

დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა

მსგავსი თემები