„ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა“ – ნიკანორ მელია  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებლად მოხდება. როგორც მან დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, საუბარია პუტინის ტყვეზე. ტყვეობიდან გათავისუფლება კი ხანმოკლე არ აღმოჩნდა.

„საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია. ერთი, უკრაინასთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებაში. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნიკანორ მელიამ.

მისივე შეფასებით, ყველა  საერთაშორისო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს.

„როდესაც პუტინი ჩადის იმას, რასაც ჩადის უკრაინაში და ამ დროს საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა 2008 წელს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, არ უნდა იყოს ტყვეობაში და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში იქნება შესაბამის კლინიკაში საზღვარგარეთ გადაყვანილიო. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“ – განაცხადა მელიამ.

 

მსგავსი თემები