პუტინი ითხოვს, ზელენსკიმ საკუთარ მებრძოლებს დანებება უბრძანოს

ვლადიმერ პუტინი ისევ ითხოვს, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულმა უკრაინელმა მებრძოლებმა იარაღი დაყარონ. ქარხნის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს. რუსული ჯარები ქარხანას განუწყვეტლივ ბომბავენ. მიზის ზევით არაფერი დატოვეს.

პუტინის ფოლადის ქარხანაში მყოფი მებრძოლებისგან იარაღის დაყრას და დანებებას ითხოვს. პუტინმა აღნიშნული მოთხოვნა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კრემლში ასევე აცხადებენ, რომ დანებების შემთხვევაში, სამოქალაქო პირებს უსაფრთხო დერეფანს შესთავაზებენ.

 

მსგავსი თემები