„იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა“ – დენის შმიგალი პოლონეთში

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომში მყოფ ქვეყანას ყველაზე მეტად 4 რამ სჭირდება. დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა.

აღნიშნულის შესახებ შმიგალმა ვარშავაში მიმდინარე დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპისთვის, უკრაინის დანაკარგი 600 მილიონ დოლარს ითვლის.

„ძვირფასო კოლეგებო, უკრაინაში ომია. ჩვენი ადამიანური დანაკარგები, ასევე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ზარალი უკიდურესად მაღალია. პირდაპირი დანაკარგი 600 000 000 დოლარს ითვლის. 5 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა მიეტოვებინა მათი სახლები და წასულიყო საზღვარგარეთ. 12 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგუილებულია პირია. უკრაინული ბიზნესის მესამედი გაჩერებულია. უკრაინის ჯარი იბრძვის ახლა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის და გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. იარაღი უკრაინისა და ევროპის დასაცავად აგრესორისგან. სანქციები- აგრესორისთვის ომის დაფინანსების ხელის შესაშლელად. დაფინანსება- ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერად. და ევროინტეგრაცია – რადგან ეს უკრაინელების გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა უკრაინის პრემიერმა ვარშავაში.

მსგავსი თემები