ჩეხეთი ახალ პროგრამას წარადგენს, რომელიც უკრაინასთან ერთად საქართველოსაც დაეხმარება

ჩეხეთი წარადგენს რეკონსტრუქციისა და სტაბილურობის პროგრამას უკრაინისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც  ენერგეტიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ ინფორმაციას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.

იან ლიპავსკიმ პოლონეთში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩეხეთი მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებულ ძალადობას და მხარს უჭერს უკრაინას.

„ვგმობთ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩეხეთმა 22 მილიონი ევროს დახმარება უზრუნველყო უკრაინის დაზარალებული მოსახლეობისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის. ჩეხეთი უზრუნველყოფს დამატებით 18 მილიონი ევროს მობილიზებას. ომი უკრაინაში და მისი ჰუმანიტარული და გეოპოლიტიკური შედეგები ჩვენი მომავალი ევროკავშირის პრეზიდენტობის განსახილველი პრიორიტეტებია. ჩეხეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის დროს, ჩვენ მზად ვართ, წარვადგინოთ ყოვლისმომცველი სტაბილიზაციის, რეკონსტრუქციის და სტაბილურობის პროგრამა უკრაინისთვის რეგიონული განზომილებით, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც სულ მცირე ენერგეტიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.

მსგავსი თემები