აზოვის პოლკი დახმარებას ითხოვს

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მსოფლიო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს და დახმარებას სთხოვს.

“მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, მოხდეს სამოქალაქო პირების და დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან, სათანადო მკურნალობის არქონის გამო.

მოგვეცით საშუალება, გადავასვენოთ მებრძოლების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან გამომშვიდებება. შესაბამისი რეაგირებაა საჭირო იმ კრიტიკულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციასა თუ კანონს, მსოფლიოს თვალწინ ანადგურებს ადამიანებს,”- აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.

მსგავსი თემები