,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას”- კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ელჩის განცხადებით, კარგი იქნება თუ სააკაშვილს კვალიფიციური მედიკოსები ნახავენ.

,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქამდეც მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ, რომ ის ნახონ კვალიფიციურმა მედიკოსებმა. ასევე, ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმების მიერ.

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ. ამ რეკომენდაციების მიმართულებით, ანუ როგორ ჩაატარეს მათ მონიტორინგი და რა რეკომენდაციებიც გასცეს, ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რადგან ომბუდსმენის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება საქართველოში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები