,,უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო არის გამარჯვების გზაზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, ვარშავაში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა და ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში ჩართვა სთხოვა.

,,ჩვენი აქ შეკრება მოწმობს იმას, რომ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო არის გამარჯვების გზაზე, ეს ნიშნავს რომ ჩვენი კონტინენტი ერთიანია. რუსები დამარცხდებიან. უკრაინელი სამხედროები ჩვენს თავისუფლებას მამაცურად იცავენ. ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე არ დასრულდება, აუცილებელია ვიყოთ დარწმუნებული რომ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ.

არ უნდა გაგრძელდეს ტირანიის დაფინანსება, რაც ათეულობით წლების განმავლობაში ხდებოდა გაზისა და ენერგო რესურსების შეძენით. ჩვენ ვემზადებით ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის გეგმისთვის, რითაც უნდა აღდგეს უკრაინა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მოდერნიზება ომის დასრულების შემდეგ. აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ევროპის ძალას ვერაფერს დააკლებს.

ომის გამო უამრავი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, მათ დაბრუნება უნდა შეძლონ. ცივილიზებულ სახელმწიფოებს მოვუწოდებ ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია რომ უკრაინა მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. აუცილებელია უკრაინამ მიიღოს წევრობის სტატუსი. მეტი ერთიანობა იქნება ძლიერი პასუხი რუსეთისთვის. საკმარისი არაა დაპირებები, არამედ საჭიროა ამ კუთხით პრაქტიკული ნაბიჯები,”-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები