სომხეთში აქციები გრძელდება

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ქუჩის გადაკეტვას შეეცადნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი დააკავა.

პრემიერ-მინისტრის გუნდის გადადგომის მოთხოვნით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მმართველი პარტიის  წარმომადგენლები აცხადებენ , რომ საპროტესტო აქციები მცირერიცხოვანია და მათ მოთხოვნებს მოსახლეობის უმეტესობა არ იზიარებს.

მსგავსი თემები