ანრი ოხანაშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო პერანტონის შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას.

 

„ჩემმა იტალიელმა კოლეგამ ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას და რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი ნამდვილად არის იმ დიდ ევროპულ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ბატონ პერანტონის მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მტკიცე თანადგომისათვის და მოვუწოდეთ კვლავ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები