ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ღვინის გამოცემებს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, ირლანდიიდან ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.

ტურის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა Wine Enthusiast, Wine Business Monthly, KenWijn Magazine, Munskänkarnas Tidning, Star Wine List and Törst; Vinyard Magazine & Hotel & Restaurant Times Ireland.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე. ამჟამად ვმასპინძლობთ ჟურნალისტებისა და ბლოგერების 20-კაციან ჯგუფს, რომლებიც კონცენტრირებულები არიან ღვინის ტურიზმის პოზიციონირებაზე. შედეგად, ჩვენ გვექნება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ გამოცემებში, წამყვან მედიასაშუალებებში ღვინის ტურიზმის პოტენციალის შესახებ ძალიან საინტერესო სტატიები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, სიღნაღს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვივნენ, გაეცნენ კახურ მეღვინეობას, დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინო.

მსგავსი თემები