„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ვინარჩუნებთ“ – ირაკლი კობახიძე   

„არის ასი ათასობით ადამიანი (ქართველი), რომელიც ცხოვრობს როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. მისივე თქმით, არსებული ურთიერთობების განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება.

„საკუთარ მოსახლეობას ვერ დავშლით და ვერ დავაზიანებთ იმ სანქციებით, რომლითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80 პროცენტი უკრაინის გავლით შედის და არა მხოლოდ შედის, არამედ რეიმპორტის სახით რუსული გაზი უკრაინას უკან უბრუნდება. ასეთ ვითარებაში,  გასაგებია, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს რატომ ვინარჩუნებთ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე შეფასებით, ლოგიკური და ბუნებრივია საქართველოს ინტერესები.

„ჩვენც ჩვენი ინტერესები გვაქვს. სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია ნათელია. სავაჭრო ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ და ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები