,,ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება”- სერგეი შოიგუ

,,უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, –  აღნიშნული განცხადება, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა.

შოიგუს განმარტებით, აშშ და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იარაღით ან მასალით ჩავა უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება, როგორც განადგურების ლეგიტიმური სამიზნე. ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება. მათ შორის მარიუპოლში – ყველაზე დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში აზოვის ზღვაზე. ის რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეცოპერაციას. ამჟამად, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციასთან ერთად, აფართოებენ კონტროლს“, – აღნიშნა სერგეი შოიგუმ.

მსგავსი თემები