,,სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის”- ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის – ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება.სწორედ, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ტენდენცია აქაც მარტიდან შეინიშნება. თუმცა საცალო ბაზარზე ამას მნიშვნელოვანი კორექტირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. არსებული რეალობა მოწმობს, რომ საქართველოში წარმოდგენილ მცირე ქსელებში, მსხვილისგან განსხვავებით, საწვავის ფასი ბევრად დაბალია და ფასთაშორისი სხვაობა, დაახლოებით, 40 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის. შესაბამისად, გარკვეულ კომპანიებს, როგორც მცირე, ისე მსხვილ ქსელებს, გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძის განმარტებით, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბაზრებზე, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, გაიაფების ტენდენცია მეტად ხელშესახებია.

მსგავსი თემები