„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების – წლის ბოლომდე.

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა უნდა მოხდეს.

მსგავსი თემები